14:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 16:14:49, 2179 ნახვა

საზოგადოება
ბიოუსაფრთხოების ოფიცრების მე-7 ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზედამხედველმა სტრუქტურებმა ბიოუსაფრთხოების მე-7 ყოველწლიურ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს, მხარეებმა  ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის აქტუალური საკითხები განიხილეს. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და განიხილეს თავიანთ უწყებებში განხორიციელებული აქტივობები და გამოცდილება. 

სიმპოზიუმთან ერთად, ბიუსაფრთხოების ოფიცრების შეხვედრები პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია ქვეყანაში ეპიდზედამხედველობისათვის საიმედო გარემოს შექმნა.

აღნიშნული პროგრამა  ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევითი ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე.

ბიოლოგიურ ანგეტებთან მუშაობის დროს, აუციელებლია  რისკის  ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. 

მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. 

ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის”  ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და ა სრულ  მზადყოფნაში არიან ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics