|
2017-07-19 14:26:06, 2568 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავითაშვილი: გვინდა მყარი საკონსტიტუციო საფუძველი იმისთვის, რომ ქართული მიწა საიმედო ხელში იყოს
„გვინდა, მყარი საკონსტიტუციო საფუძველი იმისთვის, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილებების გამყარება“, - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშრებით დასმულ კითხვას. როგორც დავითაშვილმა განმარტა, საქართველოში რელიეფის გათვალისწინებით, სასოფლო სამეურნეო მიწის რესურსი მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. „ვიცით, რომ საქართველო არის მცირე მიწიანი ქვეყანა. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ზოგადად ჩვენი სასოფლო სამეურნეო მიწის რესურსები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული რელიეფის გათვალისწინებით. სახნავი მიწა 600 000 ჰექტარზე ოდნავ მეტი გვაქვს, ხოლო „საქსტატის აღწერით“ 643 000 დარეგისტრირებული მეურნეობა გვაქვს ანუ რესურსები შეზღუდულია. შესაბამისად, ამ რესურსების მართვა უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს ესმის, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეჩერების შესახებ. შემდგომში ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა, რომ საკანონმდებლო საფუძველი იყოს მყარი იმისთვის, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილებების გამყარება“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)