2017-07-18 18:31:26, 2884 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპრების“ ოპერატორი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო.
რაც შეეხება დაშავებულ 4 მოქალაქეს, ისინი თურქეთის სხვადასხვა კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხევა 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან