|
2017-07-18 11:16:10, 2314 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულებაა
„ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად, ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულებაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას. მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება. „ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის ნათელი გამოხატულება იყო გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, რომლებმაც ერთხმად დადებითი საერთაშორისო შეფასება მიიღო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გამოკვეთილ რეგიონულ ლიდერად იქცა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობას და სასამართლოს სისტემის მზად დამოუკიდებლობას. საქართველოს საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები ყოველ წლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ევროპას და გაღრმავდება პროფესიული და ადამიანური კავშირები ევროპის ქვეყნებთან. გასულმა წელმა კიდევ უფრო უალტერნატივო გახადა საქართველოს ევროპული გზა, რომელსაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ამგვარად ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად არის ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მაღალი მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულება“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)