|
2017-07-17 10:37:58, 858 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დაესწრო. ყოლბაიას განცხადებით, ალბათ, სიმბოლურია რომ კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, ბათუმში, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიმართა. „მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ფორუმში ვმონაწილეობ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე. რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებში კი მნიშვნელოვან მოთამაშედ საქართველოს მივიჩნევთ, რაც ძალზე საპასუხისმგებლოა. ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც დღევანდელ ფორუმში მონაწილეობენ, გაცნობიერებული აქვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც საქართველოში, ისე, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ალბათ, სიმბოლური გახლავთ ისიც, რომ კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, ბათუმში, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიმართა. ამ კონფერენციაზე აფხაზეთის მხარეც შეიძლებოდა ამავე სტატუსით ყოფილიყო წარმოდგენილი და მონაწილეობა მიეღო ყველა ღონისძიებასა და პროექტებში, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება და სოხუმი კვლავ იზოლაციაში ამყოფებს საკუთარ მოსახლეობას. არ შეიძლება არ შევუერთდე პრემიერ-მინისტრის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აფხაზებს უწვდის ძმურ ხელს, რომ მათთვის ევროპის კარი ღიაა და შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სიკეთით, რომელსაც ევროკავშირისგან საქართველო იღებს. იმედი მაქვს, ეს დღეც მალე დადგება და აფხაზი ხალხი თავს დააღწევს ქართველებისგან იზოლირებულ ცხოვრებას.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენთან მრავალი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. ეს საინტერესოა ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელისთვის.დღეს მე მივმართე მომხსენებლებს შეკითხვით, შესაძლებელია თუ არა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, დაფინანსების თვალსაზრისით, იმ პროექტების გააქტიურებას, რომლებიც გულისხმობს ქართული მოსახლეობის მონაწილეობას, ენგურის გამყოფი ზოლის ორივე მხარეს“,-განაცხადა ყოლბაიამ. მისივე თქმით, დღეს გალში და მის შემოგარენში ვითარება ძალიან მძიმეა. ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ახალი პროექტების ჩამოყალიბება სასიცოცხლოს მნიშნელოვანია მოსახლეობისთვის. „ბოლო პერიოდში ჩვენი დევნილი მოსახლეობა რეფერალური ჯანდაცვის უფასო პროგრამით სარგებლობს, მათ შორის, გალის მოსახლეობაც. ვცდილობთ ენგურს გაღმა და გამოღმა ჩვენს მოსახლეობას მივუსადაგოთ დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული სხვა პროგრამებიც. დღეს ვითარება გალში და მის შემოგარენში ძალიან მძიმეა. ახალი პროექტების ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აჭარაში ენერგოსადგურის ასაშენებლად დიდი ინვესტიციის ჩადება მისასალმებელია.ასევე მნიშვნელოვანია შეთანხმება „EBRD“-თან ბათუმისათვის ელექტრო ავტომობილების გამოყოფის თაობაზე.საინტერესო იყო ასევე, ქართველ ფერმერთა ასოციაციის პროექტები, რომელთაც ევროკავშირი აფინანსებს. ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბება დევნილთათვის ჩვენი სამომავლო პრიორიტეტია.რაღა თქმა უნდა, ანალოგიური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა დიდ მოტივაციას გაუჩენდა აფხაზეთში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზებსაც. იმედი მაქვს, ევროკავშირის ძალისხმევა აქეთკენაც იქნება მიმართული.ჩვენის მხრივ კი, დავამატებდი, რომ აუცილებელია, მეტი გულდადებით და მოწადინებით ვეძებოთ ევროკავშირის სტრუქტურებისკენ მისასვლელი გზები. თუ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ევროკაშირისპროექტებში შესაძლოა, უახლოეს მომავალში, დევნილთა ადგილიც მოინახოს მათი პრობლემების მოსაგვარებლად“,-დასძინა ვახტანგ ყოლბაიამ. (NS)
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)