2017-07-16 13:29:54, 3021 ნახვა
საზოგადოება
რებეკა ჰარმსი: საქართველოს მთავრობამ ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს
ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, თურქეთში ჩაბუქი გამჭვირვალე გამოძიებას არ უნდა ელოდოს.
„ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრობლემები თურქეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააბრუნოს ის თურქეთში, იმიტომ, რომ იგი გამჭვირვალე გამოძიებას ან კანონის უზენაესობაზე დამყარებულ პროცედურებს იქ არ უნდა ელოდოს“,-აღნიშნა ჰარმსმა.
ევროპარლამენტარი გლდანის ციხეში ჩაბუქის სანახავად იმყოფებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან