12:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 12:50:29, 2346 ნახვა

საზოგადოება
ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე განმარტებით, დაშავებულები თურქეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა მოინახულეს.

ადგილზე მიემგზავრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის მინისტრი.

შეგახსენებთ, გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსში იმყოფებოდა ქართული ცეკვის  საბავშვო ანსამბლი.როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსხვერპლი არ არის, დაშავებულია 38 ადამიანი და განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics