2017-07-16 10:13:05, 2402 ნახვა
საზოგადოება
"არტ გენი 2017"-ის თბილისის ტურამდე ეთნოგრაფიული მუზეუმი კეთილმოეწყო
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე და დასასვენებელი ღია სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება.
გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, მუზეუმში, დაახლოებით, 1 000 მ2 ფართობის გზა მოეწყო - დაიგო ერთფენიანი ასფალტის საფარი.
გამოიცვალა ნათურები, ჩანაცვლდა ძველი და დაიდგა ნაგვის ახალი ურნები. მუზეუმში განთავსდა სკამები. მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირება.
"არტ გენი 2017"-ის თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 17 ივლისიდან უმასპინძლებს.
ფესტივალი თბილისის მერიის მხარფაჭერით ხორციელდება.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან