12:59 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 17:54:54, 2298 ნახვა

საზოგადოება
ანტონ კათალიკოსის ქუჩა გაცალმხრივდება

ანტონ კათალიკოსის ქუჩა კოტე აფხაზის ქუჩის კვეთიდან ერეკლე მეორის მოედნის მიმართულებით გაცალმხრივდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებს ერეკლე მეორის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოსვლა შოთა ყავლაშვილის ქუჩიდან შეეძლებათ. 17 ივლისის საღამოს ქუჩის მითითებულ მონაკვეთზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ძალაში 18 ივლისიდან შევა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივი მოძრაობისთვის ანტონ კათალიკოსის ქუჩის სივიწროვისა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მიიღო.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics