|
2017-07-14 17:35:37, 2700 ნახვა
სამართალი კომენტარი
ამანდა პოლი: შსს-მ ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა
„ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ პოლიტიკური ანალიტიკოსის, ამანდა პოლის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის საკითხის მოგვარების კუთხით, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. როგორც პოლმა აღნიშნა, შედეგად, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში მაღალი დონის თანამშრომლობა დამყარდა. „მიმაჩნია, რომ გასულ წელს შს სამინისტრომ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა. საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში მაღალი დონის თანამშრომლობა დამყარდა. საქართველო ევროპოლის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები. ვფიქრობ, რომ შს სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, არა მხოლოდ მიგრაციის საკითხის მოგვარების კუთხით, არამედ ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით და ევროკავშირთან მაღალი დონის, მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარა“, - განაცხადა ამანდა პოლმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)