|
2017-07-14 15:05:24, 1214 ნახვა
რეგიონი
ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა
სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა. აქციაზე ოპოზიციური პარტიების, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. აქციის დასასრულს, ე.წ. საზღვრის ახალი მანიშნებლიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, მათ ერთიანობის სიმბოლოდ ჯაჭვი შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ცნობისთვის, დღეს ბერშუეთში, 20:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი: „14 ივლისს, 8 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე “ქართველთა მარში” გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან! გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია. გთხოვთ, პარასკევს, 14 ივლისს, სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად შემოუერთდეთ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილ მდუმარე აქციას და დააფიქსიროთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)