|
2017-07-14 13:01:38, 3030 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახიძე „ქართველთა მარშზე“: ეს რუსული მარშის „გრუზინსკი“ ვარიანტია და სათავეში ხელმოცარული პოლიტიკოსები უდგანან
პარტია "ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის შეფასებით, დღეს დაგეგმილ "ქართველთა მარშს" სათავეში „რუსეთზე ორიენტირებული, ხელმოცარული პოლიტიკოსები უდგანან". როგორც კახიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მარშის გამართვის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, რომელსაც პროტესტის გრძნობა გააჩნია, თუმცა ამ შემთხვევაში პროტესტის მიზეზი მისთვის გაუგებარია. დეპუტატი თვლის, რომ "ქართველთა მარში" საზოგადოებაში დიდ მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს. "მარშის გამართვის უფლება აქვს ყველა მოქალაქეებს, ვისაც რაიმე პროტესტი გააჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში რას აპროტესტებენ აბსოლუტურად გაუგებარია. არანაირი არალეგალური მიგრანტების ნაკადი არ გვაქვს, როგორც ეს მდიდარ ქვეყნებში ხდება. აღმოსავლეთ ევროპელები არიან ძირითადად ისინი ვინც, ცდილობენ წავიდნენ განვითარებულ, მდიდარ ევროპულ ქვეყნებში. საქართველო ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის ამ ადამიანების სამიზნე. შესაბამისად ეს არის ჩვეულებრივი რუსული მარშის ასე ვთქვათ "გრუზინსკი" კალკი, ვარიანტი და ამას სათავეში რუსეთზე ორიენტირებული ხელმოცარული პოლიტიკოსები უდგანან. არ მგონია, ამან სერიოზული მხარდაჭერა ჰპოვოს საზოგადოებაში. ყოველთვის იქნებიან მცირე ჯგუფები, რომლებიც ამ ხაზს გაატარებენ. მთავარია, რომ ხელისუფლება არ იყოს მათი ხელშეწყობით დაკავებული და სამწუხაროდ ხელისუფლება ხშირად ხელს უწყობს, თანამშრომლობს პრორუსულ ძალებთან, ეპატიჟება მათ პოლიტიკაში, აფინანსებს პრორუსულ მედიას და ქმნის სასათბურე პირობებს ქვეყანაში, რომ ამგვარი მარშები და მსვლელობები გაიმართოს. ეს არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი", - განუცხადა ოთარ კახიძემ "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს „ქართველთა მარში“ გაიმართება. მსვლელობა 20:00 საათზე, 24-ე საჯარო სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და მარჯანიშვილის მეტროსთან დასრულდება. როგორც „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორი, მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, მარშის მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაა.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)