|
2017-07-14 12:43:46, 3052 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გოცირიძე: რუსული ფაშისტური მარში ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, ხელისუფლების სინდისზეა
„თბილისის ქუჩაში დღეს გასამართი რუსული ფაშისტური მარში, ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, არის ხელისუფლების სინდისზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძე „ქართველთა მარშთან“ დაკავშირებით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც გოცირიძე აცხადებს, დღევანდელი მარშის ორგანიზატორების ნაწილი რუსულ სპეცსამსახურებთან და პოლიტიკურ წრეებთან არის დაკავშირებული. „ყველაზე გამანადგურებელი სიტყვები ცრუპატრიოტების შესახებ ეკუთვნის სამუელ ჯეკსონს, რომელიც ამბობდა, რომ პატრიოტიზმი არის ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი. არც ოლდოს ჰაქსლი აკლებს: ”პატრიოტიზმის განსაკუთრებული მიმზიდველობა არის იმაში, რომ მის საფარქვეშ მოკალათებულმა შეიძლება წამლო, აშინო და ატყუო, თანაც, ღრმა კეთილისმყოფელი გრძნობით”! თბილისის ქუჩაში დღეს გასამართი რუსული ფაშისტური მარში, ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, არის ხელისუფლების სინდისზე. მათი ორგანიზატორები ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტები და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაირსახეობა და მათი ორგანიზატორების ნაწილი პირდაპირ კავშირში არიან რუსულ სპეცსამსახურებთან და პოლიტიკურ წრეებთან. ინტერესი? როგორც ყოველთვის, ძალიან მარტივი-ფული ან ძალაუფლება. თუმცა რამ გაყო ეს ორი ერთმანეთისაგან?!“, - წერს რომან გოცირიძე. ცნობისთვის, დღეს აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)