|
2017-07-13 15:05:13, 2635 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველო ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია
„საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, რომლისთვისაც ევროკავშირს გასაოცარი მიზიდულობის ძალა გააჩნია" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადმიანის უფლებათა ღირებულებებთან ერთად, საერთო გამოწვევები და რისკებიც აერთიანებს, რომლებიც უპირველესად უსაფრთხოებას უკავშირდება. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ მიესალმება ევროკავშირის უსაფრთხოების განმტკიცების სტრატეგიას, არამედ მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით. კერძოდ, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ქ. ბათუმი 13-14 ივლისს რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" მასპინძლობს. კონფერენცია ფოკუსირებულია ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)