|
2017-07-13 12:00:51, 2804 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგოდერეფანი გახდა
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგოდერეფანი გახდა. ამის შესახებ პრემიერმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოზე გადის საგზაო და სარკინიგზო ქსელები, ასევე მილსადენები, რომლებიც აკავშირებს კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებს თურქეთსა და ევროპასთან. „განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ენერგოუსაფრთხოება ევროატლანტიკური სივრცის წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით. შავი ზღვის რეგიონს და სამხრეთ კავკასიას უდიდესი დატვირთვა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტიანი გზა ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისათვის სწორედ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გადის. საქართველოს, როგორც თავისუფალ, დემოკრატიულ და ღია სახელმწიფოს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, საქართველოს აქცევს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. „საქართველო გააგრძელებს ყველა იმ პროექტის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან და ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების შემდგომ გამტკიცებას, აზერბაიჯანის, ხოლო მომდევნო ეტაპზე ასევე თურქმენეთის რესურსების ევროპის მიმართულებით შესაძლო ტრანზიტის კუთხით“, - აღნიშნა პრემიერმა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება ისტორიული „აბრეშუმის გზის“ განახლება. „დარწმუნებული ვარ, აბრეშუმის გზის სარტყლის ქვეყნებთან თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინდუსტრია და კომუნიკაციები, დადებით შედეგებს მოუტანს არა მარტო რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპას. წინ სამიტი გველოდება და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მომავალზე. ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)