|
2017-07-13 11:47:41, 2808 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: რთულია, დეოკუპაციის პარალელურად აწარმოო რეფორმები, მაგრამ ჩვენ მაინც ვდგამთ ნაბიჯებს წინ
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო იმყოფება გზაზე, რომელზეც ევროკავშირის მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. როგორც დოლიძემ ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ვიზის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო. "ალბათ ძალიან რთულია, დეოკუპაციის და იმ სირთულეების პარალელურად, რომელიც დედაქალაქიდან და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში ხდება, აწარმოო რეფორმები, ნაბიჯები გადადგა წინ. არ არის ნამდვილად იოლი, მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად ვდგამთ ნაბიჯებს და მომავალშიც გადავდგამთ. ჩვენ რეალური წარმატებები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ვიზის ლიბერალიზაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პრაქტიკული ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ევროკავშირის მიერ. ვფიქრობ, რომ საქართველოს ენერგოგაერთიანებაში სრულფასოვანი გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ახლა ვიმყოფებით გზაზე სადაც გვინდა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა და მობილიზება გავუკეთოთ ამ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა მომავალი ნოემბრის ბრიუსელის სამიტი, იყოს როგორც პოლიტიკურად ასევე სხვადასხვა პრაქტიკული მიმართულებებით ნაყოფიერი საქართველოსთვის", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მან აღნიშნულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმატებით ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)