|
2017-07-12 09:28:42, 2601 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სანამ ის ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, დასცინოდა, მოქმედი პრემიერი კი, „პატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდის გვერდზე ამერიკის პრეზიდენტთან“. „დღეს ტრამპი მხოლოდ უკრაინაზე საუბრობს, რომ უკრაინის დესტაბილიზაცია უნდა შეჩერდეს, ჩვენ კი, მხარდამჭერები აღარ გვყავს, მხოლოდ ფორმალურ დონეზე დაგვრჩა. ტრამპს ბიძინა ივანიშვილი ეძახდა აფერისტს. ამბობდა, რომ მისი პროექტი არის დიდი აფიორა ბათუმში. ივანიშვილის მომხრეები მუდმივად ღლიცინებდნენ, რომ ტრამპი უფრო ღარიბია, ვიდრე ივანიშვილი. ამოიღეთ ვიდეო კადრები, მთელი ელიტა ტრამპის სახელს ფეხქვეშ თელავდა. ეს არის ის პრეზიდენტი, რომლის პროექტები შეაჩერეს და მან და მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. გვერდზე რომ დაიყენა კვირიკაშვილი, სხვათა შორის მისი სახელიც კი არ მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, სირცხვილის გრძნობა არავის ჰქონდა?! პატარა ბიჭივით რომ იყო ატუზული მაგიდის გვერდზე. ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკებოდა და ეს უხაროდათ, რომ ერთი წუთით დაიყენა მაგიდის გვერდზე სურათის გადასაღებად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)