|
2017-07-11 15:10:32, 2862 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევრო გაერთიანება ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. მისივე თქმით, ევროკავშირი ბორდერიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გმობს „სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან ვიღებთ. ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რის გამოც დაბრკოლება ექმნება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების რეზოლუციას. ეს საკითხი არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგში, რომელშიც ევროკავშირიც არის ჩართული. სიტუაციის გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირი ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას“, - განუცხადა იანოშ ჰერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)