|
2017-07-10 15:44:10, 812 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ოქროს მედალოსნები დააჯილდოვა
აჭარაში დღეს 2015-2016 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მედალოსნებს სკოლის საუკეთესო შედეგით დამთავრება მიულოცა, წინსვლა და წარმატებები უსურვა და ოქროს მედლებით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს და ვერცხლის მედლები ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა გადასცეს. ,,ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მედალოსნებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო წარმატებები. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს რეგონს ჰყავს ბევრი განათლებული ახალგაზრდა. ეს არის ჩვენი მომავალი თაობა, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის და წარმატებისთვის. მითუმეტეს დღეს, როცა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯებს დგამს, ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლა და ახალგაზრდებისთვის არსებობს უამრავი საინტერესო პროგრამა და გამოცდილების გაზიარების საშუალება. ჩვენ გვჭირდება განათლებული მომავალი თაობა, ამიტომაც, მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები, გააგრძელონ სწავლა, მიიღოთ ევროპული განათლება, რადგან ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მომავლისათვის. კიდევ ერთხელ, ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა მედალოსანს და ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოქროს მედლის მფლობელი 166 კურსდამთავრებული, ხოლო ვერცხლის მედლის კი - 92 კურსდამთავრებული გახდა. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს. პროექტს „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების ქვეპროგრამა" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.
(NS)
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)