|
2017-07-10 14:04:55, 2607 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: რუსეთთან გარკვეული ურთიერთობები აღდგა, თუმცა ეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მის პოლიტიკაზე არ აისახა
„პრაღის ფორმატზე ითქვა, რომ გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან აღდგა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე არ აისახა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. აბაშიძემ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას. „ბრიუსელში შეხვედრები გვქონდა ევროკავშირის სტრუქტურებში მე და დავით დონდუას. შეხვედრა გაიმართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან ჟან კლისტო ბელიართან0, ასევე გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდტთან, გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა პოლიტიკური კომიტეტის წევრ ქვეყნების ელჩებთან. შედგა საუბარი საქართველო ევროკავშირის თანამშროლობის თემატიკაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე უსაფრთხოების კუთხით, ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთთან. დავით დონდუამ დეტალურად ისაუბრა ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიებზე. ჩვენს კოლეგებს გავაცანი პრაღის ფორმატის მიმდინარეობა, ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე, მათ შორის ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე სოფელ ბერშუეთთან. ამ თემაზე იყო საკმაოდ დეტალური საუბარი. რაც შეეხება პრაღის ფორმატს, ითქვა, რომ სავაჭრო ურთიერთობები, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები აღდგა რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთობები არ აისახა რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს კომუნიკაციის, დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)