16:32 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-09 17:21:43, 2499 ნახვა

პოლიტიკა
“ევროპულმა საქართველომ“ ქალთა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა

დღეს, ევროპული საქართველოს ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ორგანიზაციის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ქართულ პოლიტიკაში. შეხვედრაზე  მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს და მასში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დელეგატებმა ქალთა ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. ასევე შეირჩა საბჭოს 15 წევრი და დამტკიცდა ორგანიზაციის დებულება.

შეხვედრას  ევროპული საქართველოს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია და თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია დაესწრნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ქართულ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღესვე დასახელდა ზუგდიდი მერობის კანდიდატი. ევროპული საქართველოს სახელით ზუგდიდი მერობისთვის ლელა ქებურია იბრძოლებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics