|
2017-07-09 14:42:04, 2558 ნახვა
პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან ანექსია კვლავ გრძელდება
მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა პლენარულ სხდომაზე გამოვიდა და ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა. ქაცარავამ ეუთოს სივრცეში უსაფრთხოების, ტერორიზმის და სხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. სოფიო ქაცარავა საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნული ქმედებები დაგმო. „მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა, რუსეთის მხრიდან ანექსიის განგრძობადობის ფაქტები კვლავაც გრძელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ადამიანის უფლებების ხელყოფა და ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საშუალება არ ეძლევა. იმედს გამოვთქვავ, ეუთოს ფარგლებში მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ორმხრივ, მრავალმხრივ და რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში უსაფრთხოების, სტაბილურობის, საერთო გამოწვევების და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა და შესაბამისი შედეგი მიიღწევა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. გამოსვლის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიალოგის ფორმატის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევების დაძლევაში ასამბლეისა და პარლამენტარების როლზე ისაუბრა.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)