|
2017-07-07 21:00:30, 2775 ნახვა
პოლიტიკა
რეხვიაშვილი: ჩაბუქისთვის თავშესაფრის სტატუსზე უარის თქმა მის ექსტრადიციას არ იწვევს
„მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის უარის თქმა არ იწვევს მის ექსტრადაციას “,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, ემრე ჩაბუქს აქვს სამინისტროს გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება. „საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჩაბუქს აქვს სამინისტროს გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.სასამართლო განხილვის ვადაში მას საქართველოს კანონმდებლობით უნარჩუნდება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი.ამასთან, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა არ იწვევს პირის ექსტრადიციას წარმოშობის ქვეყანაში. აღნიშნული ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია და თავშესაფრის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურა, რომელთან დაკავშირებითაც ცალკე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო და სასამართლო“,-განაცხადა რეხვიაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)