|
2017-07-07 17:17:56, 2665 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: პატრიარქის დაცვის წევრების ჩვენებები დეკანოზის ჩვენების იდენტური იყო - პროკურატურა წყობიდან გამოდიოდა
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღეს დაკითხული პატრიარქის დაცვის წევრების ჩვენებები მამა გიორგი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების იდენტურია. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, მათ დაადასტურეს, რომ შორენა თეთრუაშვილს არაერთხელ გაუცია ისეთი ბრძანება და მითითება, რომელიც შემდგომ თვითონვე უარყვია. ამასთან, ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიმართ დადებითი განწყობა არ ჰქონდა, თუმცა მისივე შეფასებით, თეთრუაშვილის მიმართ მსგავსი განწყობა არა მხოლოდ დეკანოზს, არამედ საპატრიარქოში აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს. „ზოგადად ის, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართ დადებითი განწყობა არ ჰქონდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ეს არა მარტო გიორგი მამალაძეს, არამედ საპატრიარქოში აბსოლუტურ უმრავლესობას ასეთი განწყობა ჰქონდა. როცა პატივცემული პროკურორები ამბობენ, თუ რატომ მიჰქონდა თუნდაც ის მცირედი თანხა, როდესაც გერმანიაში მიდიოდა დეკანოზი, გასაქცევად ხომ არ უნდოდაო, მათ დაადასტურეს, რომ რეალურად დაცვის ბიჭებს თანხაც კი არ გამოუყვეს, მისი ჯიბის ფულიდან იკვებებოდნენ და შესაბამისად, მათ არაერთხელ, დელეგაციების შემთხვევაში დახმარებია დეკანოზი ფინანსურად. სიტყვა-სიტყვით ემთხვეოდა დეკანოზის მიერ მიცემულ 60-ფურცლიან ჩვენებას მათი ჩვენებები, რის გამოც პერიოდულად პროკურატურა გამოდიოდა წყობიდან და გვიწევდა მათი დამშვიდება“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. პატრაირქის დაცვის წევრებს შორის ერთ-ერთი, რომელიც დღეს დაიკითხა, სოსო ელიზბარაშვილი იყო. ის დღეს საპატრიარქოში აღარ მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)