|
2017-07-06 11:22:26, 2140 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ დიალოგი გავაგრძელოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან მის სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, სატელეფონო საუბრისას საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესზე გაამახვილეს ყურადღება. მისივე თქმით, ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება მმართველი გუნდის მზადყოფნის გამო, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი. „მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით, იყო საჯარო განხილვები, სადაც ბევრი ადამიანი იყო ჩართული. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც იქნება გამოხატულება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების. ეს არის მნიშვნელოვანი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომელზეც დეტალურად აღარ ვისაუბრებ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ, კიდევ გავაგრძელოთ და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცებზე შეთანხმება და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)