|
2017-07-05 21:49:27, 2239 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან ჟან-კრისტოფ ბელიართან და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტთან, რომელშიც წარმოდგენილი არიან წევრი სახელმწიფოების ელჩები. შეხვედრებზე საუბარი შეეხო პრაღაში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარე არაფორმალურ დიალოგს. ზურაბ აბაშიძემ ევროკავშირის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დინამიკის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა არ ასახულა რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ამ კონტექსტში ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ შემაშფოთებელ ფაქტებს, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას. 6 ივლისს ზურაბ აბაშიძე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)