|
2017-07-05 16:01:27, 2876 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის საბჭოს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის, საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა, მეგობრობის ჯგუფის პლატფორმა აქტიურად იქნება გამოყენებული. „ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მეგობრობის ჯგუფის აღმასრულებელ საბჭოსთან. ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას. ეს იქნება ძალიან აქტიური ფორმატი, რომელსაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ უფრო კარგად ნაცნობი ევროპელი პარლამენტარებისთვის. ევროპელი პარლამენტარების ჯგუფი უკვე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოსთან, მაგრამ აქ არიან ის პარლამენტარებიც, რომლებსაც პირდაპირი შეხება საქართველოსთან არ ჰქონიათ და ჩვენი ქვეყნის ბოლო მიღწევების, რეფორმების შესახებ არ არიან ინფორმირებული. ჩვენ გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მეტი ევროპარლამენტარი ჩავრთოთ უშუალოდ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო. „ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და ერთ-ერთი თემა, რომელიც განვიხილეთ, იყო საკონსტიტუციო რეფორმა. დაინტერესდნენ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, იმიტომ, რომ ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები, აღმასრულებელი საბჭოს წევრები აქამდეც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში. მივაწოდეთ ბოლო ინფორმაცია, ვისაუბრეთ იმ პაკეტზე, რომელიც უკვე ორი მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ასევე, ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის შეფასებებთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)