|
2017-07-03 10:58:05, 2191 ნახვა
კომენტარი
დიდუბის გამგებელი: ყველა დონეზე მოხდება ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარება
„პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მათ თანადგომა იმ დიდი ტრაგედიისთვის, რაც გუშინ მოხდა. ყველა ინსტანციაზე იქნება ამ ადამიანების დახმარება თვითმმართველობის მხრიდან“,-ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გამგებელმა აღნიშნა, ეს არის ტრაგედია, რომელიც ერთ რაიონის ფარგლებს შორდება და უნდა ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება და თვითმმართველობა. „გამგეობის ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ რაიონში არიან რეგისტრირებული, შესაბამისად, ეს არის ტრაგედია, რომელიც ერთი რაიონის ფარგლებს შორდება და უნდა ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება და თვითმმართველობა. რა თქმა უნდა, ყველა იმ ინსტანციაზე, სადაც დახმარება საჭირო იქნება, მე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები. პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მათ თანადგომა იმ დიდი ტრაგედიისთვის, რაც გუშინ მოხდა. ყველა ინსტანციაზე იქნება ამ ადამიანების დახმარება თვითმმართველობის მხრიდან“,-განაცხადა დიდუბის გამგებელმა და ყველას მოუწოდა, ნუ ეცდებიან მომხდარის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენონ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)