|
2017-07-01 13:47:44, 2470 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებზე გუნდის სრული მხარდაჭერით გამოდის
„კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებზე გუნდის სრული მხარდაჭერით გამოდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მერობის პოსტზე გუნდში სხვა კანდიდატურა არ განხილულა. „„ქართული ოცნების“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი, ახალგაზრდა, თანამედროვე ადამიანი, კახა კალაძე. ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ პრიორიტეტებზე და დიდ პროექტებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს თბილისში. საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში თბილისი შეიძენს განვითარების სრულიად ახალ ტემპებს. თბილისში, არსებული ტრადიციები და ევროპული თბილისი იქნება საუკეთესო სახით წარმოდგენილი. კახა კალაძე შეძლებს თბილისის, როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ასევე თანამედროვე მენეჯმენტის გაწევას და რაც მთავარია შეძლებს თბილისის როგორც ბრენდის განვითარებას. სხვა კანდიდატურები არ ყოფილა განხილული. ჩვენ დავუჭირეთ მხარი ერთიანად კახა კალაძის კანდიდატურას. კალაძე ამ არჩევნებზე გუნდის სრული მხარდაჭერით გამოდის“, - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე ინფორმაციით, მინისტრის პოსტს კალაძე მას შემდეგ დატოვებს, რაც არჩევნებზე რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას გაივლის. დეპუტატის თქმით, კახი კალაძის ოფიციალურ წარდგენას მმართველი გუნდის წევრების უმრავლესობა დაესწრება. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომა ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის ოფიციალური წარდგენა დღეს მთაწმინდაზე, 20:00 საათზე გაიმართება.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)