|
2017-06-30 16:26:49, 2535 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: კონსტიტუციას ჯანი ბუკიკიოსთვის არ ვწერთ
„ჯანი ბუკიკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით“,-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „არც ჯანი და არც ბიძია სემი არ გვეტყვის როგორი კონსტიტუცია უნდა გვქონდეს. განსხვავება საბჭოთა კავშირსა და თავისუფალი ქვეყნების კავშირებს შორის სწორედ ეს არის. ჩვენ მივედით, დავაკაკუნეთ ევროკავშირის და ნატოს კარზე. პარტნიორებმა კარი გააღეს და გვითხრეს აქ რომ შემოხვიდეთ ასეთი, ასეთი და ასეთი ქვეყანა უნდა იყოთო. როცა ასეთი გახდებით დააკაკუნეთ და მოგესალმებით ჩვენს რიგებშიო. ხოდა 24 წელია ეს მარტივი ამბავი ვერ გაიგო ვერც ერთ თაობის ქართულმა მმართველმა პარტიამ ( ჯანი ბუკიოკიოსთვის არ ვწერთ კონსტიტუციას, არც მისი სამშობლოს ბედი წყდება ამ კონსტიტუციით. ის მშვიდად არის. ვიქნებით დემოკრატიული ქვეყანა, მეტი შესაძლებლობები გვექნება, მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა. თუ არა და ვიქნებით მუდამ ასე ნაცრისფერ ზონაში. ჰა, შეუტიეთ ეხლა ბუკიკიოს და იძახეთ 9 წელი. ეს არ არის ბილეთი ევროკავშირში, არც ნატოში და არც პარტნიორებთან. ეს არის ბილეთი უკან საბჭოთა კავშირში. და ჩვენ ვწყვეტ ჩვენს ბედს და მომავალს. როგორც თავად გადავწყვეტთ ზუსტ ისე ჩაივლის დანარჩენი ცხოვრება“,-წერს ხიდაშელი.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)