|
2017-06-30 13:02:23, 2703 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: მიხეილ შვიდკოის კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ არ დაურღვევია
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისთან პირადი შეხვედრა ჰქონდა. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონია. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, მიხეილ შვიდკოი საქართველოს ხშირად სტუმრობს და არანაირი კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ მას არ დაურღვევია „თბილისში ჩატარდა მედია ფორუმი. ეს ჩვენ მედიის საშუალებით გავიგეთ. მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის წარმომადგენლებმა. იქ იმყოფებოდა ბატონი შვიდკოიც, რამდენიმე რუსი ჟურნალისტიც. ამ ხალხთან არანაირი ოფიციალური შეხვედრები ან მე, ან მთავრობის ვინმე წარმომადგენელს არ ჰქონია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ შვიდკოისთან, მას დიდი ხანია ვიცნობ და ვთქვი კიდეც გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა პირადი კომუნიკაცია. ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე. საკითხი ეხება კერძო პირებს, ადამიანებს. ჩვენს მოქალაქეებს რაღაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. არავითარი ოფიციალური თემები არ განგვიხილავს. სხვა პირადული შეხვედრებიც მქონდა გუშინ ოჯახის წევრებთან, შვილიშვილებთან, ცოლთან. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში, პირველად არ ჩამოსულა. არანაირი კანონი ოკუპირებული ტერიტიორიის შესახებ მას არ დაურღვევია, აქ მემგონი, ნათესავებიც ჰყავს, წმინდა ადამიანური შეხვედრა იყო მასთან“,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)