|
2017-06-29 13:32:29, 2407 ნახვა
სამართალი
ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი მიმდინარეობს
ბათუმში დღეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა. კონგრესს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ღონისძიება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ გახსნა. კონგრესის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში. ზურაბ პატარაძემ, როგორც მასპინძელი რეგიონის ხელმძღვანელმა, ევროპელ სტუმრებს ქალაქ ბათუმის ისტორიული წარსულისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ბათუმი საქართველოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო დედაქალაქია, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. როგორც პატარაძემ აღნიშნა, ევროპული წარსულის მქონე ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. ,,ისტორიულად საქართველოსთვის ბათუმი ყოველთვის გამორჩეული ქალაქი იყო. პორტოფრანკოდ გამოცხადებამ ბათუმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში სწრაფადმზარდ ევროპული ტიპის ქალაქად აქცია და შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. მას ურთიერთობა ჰქონდა 42 ქვეყნის 100-ზე მეტ საპორტო ქალაქთან. პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში ბათუმის პორტმა მიიზიდა ისეთი ცნობილი ნავთობმრეწველი ინვესტორები, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ნობელი, ალექსანდრე მანთაშევი, როტშილდების ოჯახი. ძმებმა ნობელებმა პირველებმა გაიტანეს ნავთობი ბათუმიდან ევროპის მიმართულებით. დღემდე, ჩვენი ქალაქის წარმატება - ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა, მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმი, როგორც ერთგვარი საზღვაო და კულტურული დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის"-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17კონგრესის ფარგლებში ბათუმს 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს. კონგრესში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და სასამართლოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წელს, 3 წლის ვადით, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოდან გადმოიბარა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეობა და ამჟამად, ის ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს ეხება, 1 ივლისამდე გაგრძელდება.
(NS)
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)