03:53 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 15:47:39, 2234 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარიამ ჯაში: საქართველოს ასეთი გამართული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია არ ჰქონია

„მხარი დავუჭირე კონსტიტუციურ ცვლილებებს, რადგან საქართველოს, დღემდე სამართლებრივად ასეთი გამართული  და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული   კონსტიტუცია არ ჰქონია“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჯაშმა აღნიშნა, 6 თვიან პოლიტიკურ დებატებში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გაიფანტა, რომელიც კონსტიტუციაში, ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების და შემდგომის განვითარებისთვის შედის.

„კონსტიტუციის დონეზე დაცული იქნება ქართული მიწა და აბსოლუტურად უკონტროლოდ ვეღარ გასხვისდება სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უზენაეს კანონში შედის შშმ პირთა უფლებების გარანტიები, მათ შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში. კონსტიტუციით დაცულია რწმენისა  და აღმსარებლობის თავისუფლება, თუმცა რჩება განსაკუთრებული როლი, რომელიც აქვს ქართულ მართლმადიდებლურ  ეკლესიას და რჩება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი.  მკაცრდება სახელმწიფო სიმბოლოების და ენის დაცულობა, ჩნდება ჩანაწერი ინტერნეტთან წვდომის  უფლებასთან დაკავშირებით, განმტკიცდება შრომის უფლებები და შრომის უსაფრთხოება. კონსტიტუციაში პირველად ჩნდება ჩანაწერი ღირსეული  საცხოვრისის შესახებ,  რაც მთავარია ჩვენ ვქმნით ძლიერ საპარლამენტო სახელმწიფოს, სადაც გამორიცხული იქნება, ერთპიროვნული მმართველობის რეჟიმების დაბრუნების  რისკი. უზურპაციაზე როდესაც არის საუბარი, თუკი ქართულ ოცნებას ექნებოდა  უზურპაციის მცდელობა, ყველაზე მარტივი და მოკლე გზა იქნებოდა არსებული კონსტიტუციის დატოვება ცვლილებების გარეშე“, - განაცხადა ჯაშმა.

დეპუტატმა  ოპონენტებს ფრანგი განმანათლებლის ვოლტერის (ფრანსუა მარი არუე) სიტყვებით მიმართა.

„შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს თქვენი აზრები, მაგრამ თავს გავწირავ რომ თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ“,-განაცხადა ჯაშმა და დასძინა, რომ ოპონენტებს  უმრავლესობა აზრის გამოხატვის უფლებას უტოვებს, რომელიც ახალი კონსტიტუციით კიდევ უფრო მტკიცედ იქნება დაცული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics