|
2017-06-28 12:41:30, 2144 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება რეფორმების განხორციელებაში
ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენთან უკვე წარმატებით ჩატარდა, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ავღანეთის ფინანსთა მინისტრი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და იქ არსებულ საგადასახადო-საბაჟო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს. „ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებისა და ბიუჯეტირების მიმართულებით, არის მნიშვნელოვანი, რომლის გაზიარებაზეც ჩვენ ავღანეთის მხარესთან ჩვენ შევთანხმდით,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ავღანეთის ფინანსთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უწოდა. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეწარმეებისათვის ავღანეთის ბაზრის გახსნა და იმ ძირითადი პროდუქტების შეტანა, რომლებიც საქართველოს გააჩნია“,-განაცხადა ქუმსიშვილმა. ასეთ პროდუქტებს შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა წყალი, მინერალური წყალი, ცოცხალი საქონელი და სხვა მიმართულებები, რომლითაც შესაძლებელია საქართველოდან ექსპორტის გაზრდა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)