|
2015-04-21 09:36:00, 618 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ვალერი გელაშვილის თავდასხმის საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე განცხადებას ავრცელებს
ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, შესაბამისად, ბრალი დაზუსტებას არ საჭიროებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხით სპეკულაცია სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. „დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის კვალიფიკაციის სისწორეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პროკურატურა განმარტავს: მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენას ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 25 და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება. დანაშაულის ჩადენის დროს, ანუ 2005 წლის 14 ივლისს მოქმედი კანონის მიხედვით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 12 წლამდე და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. დღეს მოქმედი რედაქციით კი იგივე ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, კანონს რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა და ვრცელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე. აქედან გამომდინარე, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა დღეს მოქმედი კანონი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, 2005 წელს მოქმედი კანონი ჯგუფურად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის სასჯელის სახით მაქსიმალურ ვადას აწესებდა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ახალი კანონი ამ ქმედებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას ამსუბუქებს და აწესებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით. ამდენად მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და დაზუსტებას არ საჭიროებს. შესაბამისად აღნიშნული საკითხით სპეკულაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)