|
2017-06-26 15:50:44, 2503 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: მამაო გაოცებული და გაკვირვებული იყო, მის ბარგში ასეთი ნივთიერების არსებობით
მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, აეროპორტის 2 თანამშრომელი, რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ბრალდებულის ბარგის ამოღება, განსხვავებულ, არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას იძლევა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულის ბარგის პროკურატურაში მიტანა და დათვალიერება, ამოღებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ მოხდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატი არ გამორიცხავს, ბრალდებულის ბარგთან შემხებლობა სხვა ვინმეს ჰქონოდა. "დაიკითხა ის 2 თანამშრომელი, რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ბარგის ამოღება. ორივე განსხვავებულ, არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევა. აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად განმარტავენ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულის ბარგის პროკურატურაში მიტანა და მისი დათვალიერება, ამოღებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ მოხდა. ამ ბარგის აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მასთან ამ 2 პიროვნებას შემხებლობა არ ჰქონია და შესაძლებელია სხვა ვინმეს ჰქონოდა მასთან შემხებლობა. აეროპორტის ტერიტორიაზე ბარგის გახსნა პრობლემას არ წარმოადგენს უშიშროების სამსახურისთვის. ეს დაადასტურეს ამ პირებმა. შესაბამისად ბარგში რაიმე აკრძალული ნივთიერების მოთავსება სრულიად მოსალოდნელი იქნებოდა", - აღნიშნა მეხრიშვილმა. რაც შეეხება უშუალოდ ბარგის დათვალიერებას, ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე მის ბარგში მომწამვლელი ნივთიერების არსებობით გაოცებული და გაკვირვებული იყო. "ბარგის დათვალიერებას აღწერდნენ, რომ თვითონ მამაომ ამოიღო ეს ნივთი (ე.წ. დეზადორი) ხელჩანთიდან, როდესაც შემთხვევით გადმოვარდა აღნიშნული ნივთიერება და გამაოცებელი, და გამაკვირვებელი იყო მამაოსთვის ასეთი რაღაცის არსებობა თავის ნივთებში", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროკურატურაში დალუქული ბარგის გახსნისას, თავად ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ ამოიღო ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურში მას საწამლავი ჰქონდა დამალული.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)