21:55 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-25 15:28:24, 2202 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღლონტი: სახელმწიფომ ემიგრანტთა სამშობლოში დბარუნება კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა მიიჩნიოს

პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მიმართ, სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ახალი ნორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, ირაკლი ღლონტი მიესალმება ჩანაწერს, რომლითაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, იზრუნოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

 თუმცა, მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა მიიჩნიოს ემიგრანტთა სამშობლოში დბარუნება.

,, მმართველი ძალის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ჩანაწერი - ნორმა, რომლითაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, იზრუნოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი უდაოდ იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას, თუმცა უფრო დადებით შეფასებას მივცემდი ნორმას, თუ მისი შინაარსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის,,შენარჩუნებისა და განვითარების'' გარდა, შეიცავდა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო პოლიტიკის გატარების ვალდებულების აღებასაც.სახელმწიფომ კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა მიიჩნიოს ემიგრანტთა სამშობლოში დბარუნება. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა უცხოეთში მყოფი 1 700 000-მდე თანამემამულის მიმართ გადადგმული ნებისმიერი სწორი ნაბიჯი ჩემს მიერ ყოველთვის იქნება სათანადოდ შეფასებული '' - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics