|
2017-06-24 10:51:51, 2562 ნახვა
პოლიტიკა
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება
საკონსტიტუციო ცვლილებების გარდამავალ დებულებებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არსებული - შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხი აისახა. კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის არჩევის წესზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ბონუსისთვის დაწესდა ზღვრები. „37-ე მუხლი არის საკვანძო ნორმა, რომლითაც იცვლება საარჩევნო სისტემა. ძირითადი დებულებებით გათვალისწინებულია გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არა შემდგომი არჩევნებიდან, არამედ გარდამავალი დებულებების თანახმად იმის შემდგომი არჩევნებიდან ამოქმედდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილება. დღემდე ასეთი ცვლილება არც ერთ ხელისუფლებას არ განუხორციელებია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პარლამენტის 150 წევრი აირჩევა პროპორციული წესით და მოქმედებს ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პარტია ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 38-დან 44%-მდე მიიღებს. „ამ შემთხვევაში, შეიძლება შეევსოს შესაბამის პარტიას მანდატები აბსოლუტურ უმრავლესობამდე“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)