|
2017-06-22 22:33:18, 2086 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: ახალი კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს ემსხვერპლა
სამწუხაროდ, დღეს მმართველი პოლიტიკური გუნდი გვთავაზობს, რომ კონსტიტუციის პროექტის მიღებისას ჩვენ ვიზეიმოთ კონსენსუსი არა ქართულ საზოგადოებაში, არამედ ვიზეიმოთ კონსენსუსი პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებაში“,- ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, არის დოკუმენტი, რომელიც „ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა“. „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ყრილობა რეალურად პარლამენტის სხდომის ნაცვლად, რომელმაც რაღაც დოკუმენტი მიიღო, რაღაც დოკუმენტი ვამბობ სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი რომელიც თუნდაც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საერთო სახალხო განხილვებზე იყო წარმოდგენილ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა 1995 წელს, 22 წლის წინ შევძელით, რომ კონსტიტუციის მიღება გვეზეიმა კონსენსუსი გზით და 22 წლის შემდგომ ჩვენ გვთავაზობენ, რომ ვიზეიმოთ კონსენსუსი ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით, რაც თავისთავად დემოკრატიის გზაზე ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია. მთლიანობაში, ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი რომლის შესაძლებლობაც ბოლო მომენტამდე არსებობდა, რომ შეენარჩუნებინა, ასე ვთქვათ, მმართველს პოლიტიკურ გუნდს რაც საკონსტიტუციო განხილვებზე იყო , იყო სწორედ პროპორციული სისტემით არჩევნების ახლავე ამოქმედება, ანუ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.სამწუხაროდ ესეც ემსხვერპლა მორიგ გარიგებას პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნების“ შიგნით,- აღნიშნა აბაშიშვილმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)