|
2017-06-22 20:31:46, 2179 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
კვირიკაშვილი: 2020 წლის არჩევნებზე მეტ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერი 5-დან 3%-მდე დაწიოს, ძალიან მნიშვენლოვანია. როგორც პრემიერმა განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი. „ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, არის მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა აქედან დავიწყო. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობის უნდობლობის გამოცხადებას. ასე რომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღდგენილი პარლამენტის სასარგებლოდ. იმისათვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება იყო რაიმე კუთხით, რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავთანხმდით კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე ანუ 2018 წელზე პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით იქნება არჩეული. ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამხელა ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება. მე როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილებოდი საერთო სახალხო პროტესტებში, რათა მიღწეულიყო მაჟორიტარულიდანპროპორციულზე გადასვლა, რადგან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარს. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია“, - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)