|
2017-06-22 12:44:54, 2469 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა გრძელდება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. დეპუტატებს ქვეყნის უზენაესი კანონის ახალი რედაქცია პარლამენტის სპიკერმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი თქმით, ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ახალი რედაქცია სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია. მისივე თქმით, დაუხვეწავი, არადემოკრატიული საპარლამენტო მმართველობა, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით იცვლება. ამ წუთებში კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს დეპუტატები აფიქსირებენ. ცნობისთვის, რიგგარეშე სხდომას არ ესწრებიან: "ნაციონალური მოძროაბა", "პატრიოტთა ალიანსი" და ევროპული საქართველო'. ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)