|
2017-06-21 19:26:46, 2352 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ლექვინაძე კომპანია „Dafang International Group“-ის პრეზიდენტ ლუ იუჰანგს შეხვდა
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კომპანია „Dafang International Group“-ის პრეზიდენტ ლუ იუჰანგს შეხვდა. კომპანიის წარმომადგენლები თბილისში საინვესტიციო კლიმატითა და პროექტებით დაინტერესდნენ, ასევე, განიხილეს კულტურულ ტურიზმთან და სამშენებლო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებიც. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შეხვედრაზე კომპანია „Dafang International Group“-ის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანმხდნენ. „ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სოლიდური ჯგუფია. იმ ფონზე, როდესაც ქართულ-ჩინური ურთიერთობები აქტიურ რეჟიმშია და ვითარდება, ამ ტიპის თანამშრომლობა ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. თბილისის მერიაში კომპანია „Dafang International Group“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას, თბილისის განვითარების ფონდის, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)