21:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 18:37:00, 2292 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: მოქმედ პრეზიდენტს უნდა დარჩეს თეორიული შანსი მაინც, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი და ხვალინდელი საპარლამენტო  სისტემისთვის უმჯობესია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, თუმცა  პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, პირველად საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით 2023 წელს ჩატარდება.

„კერძოდ, ანგარიში გავუწიეთ იმ ფაქტორს, რომ დღეს მოქმედ პრეზიდენტს უნდა დარჩეს თეორიული შანსი მაინც იმის, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. სწორედ ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა რეალურად სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება 6 წლით, რაც იყო პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გვირჩია და მოგვიწონა ვენეციის კომისიამ. პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, 2023 წელს ჩატარდება პირველად საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ ამ ნაბიჯით მათ დაადასტურეს, რომ  საუბარი, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პირდაპირი გზით არჩევნების ჩატარების შიში აქვს, სპეკულაციაა:

„ჩვენ შიში პირდაპირი არჩევნების არ გვაქვს, ჩვენ ვართ დარწმუნებული გამაჯვებაში და ასეც რომ არ იყოს, მაშინაც არ გვექნებოდა შიში პირდაპირი არჩევნების მიმართ. მოვხსენით ყოველგვარი საბაბი სპეკულაციებისთვის, რომელიც მძიმე ფორმით წარმოებდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით პრეზიდენტის მხრიდან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კონსტიტუციის პროექტს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics