21:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 16:16:19, 2308 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი პრემიერ-მინისტრის დირექტივით მიმდინარეობდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა კონსტიტუციაში შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება და საარჩევნო კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტა.

„პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროცესების უკან უშუალოდ დგას პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. სწორედ მისი დირექტივით მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ე.წ. ბონუსის მოდელს, რასაც საპარლამენტო სივრცეში და საჯარო განხილვებისას აქტიურად ლობირებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ, ხოლო ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა.

ირმა ინაშვილმა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ბოიკოტის რეჟიმზეც ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც დააანონსა.

„ორი მიმართულებით ვიწყებთ მუშაობას - ეს არის ევროსტრუქტურებთან კონსულტაციები და საპროტესტო აქციებისთვის მზადება. დღეს უკვე შევხვდი აშშ-ის ელჩს და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კონსენსუსის არარსებობაზე და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე, ჯერ-ჯერობით პარლამენტის დონეზე, საუბარი გავმართე“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის თავშეკავებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics