06:49 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 10:46:53, 2829 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატების სარჩელი ნასიმის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, - ამის შესახებ გამოცემა Turan იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ეხებოდა. ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტისთვის ციხეში ყოფნა შინაპატიმრობით შეეცვალათ. 

ჟურნალისტის უფლებადამცველის ინფორმაციით, შეამდგომლობას პროკურატურა შეეწინააღმდეგა, რადგან როგორც პროკურორმა განაცხადა, ბრალდებული გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყნიდან გაქცევას შეეცდებოდა. ეს არგუმენტი აზერბაიჯანის სასამართლოს მოსამართლემ გაითვალისწინა.

შესაბამისად მუხთარლის ადვოკატებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics