|
2017-06-21 00:04:10, 2035 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არავის უნდა მიეცეს საშუალება საქართველოში ხელი შეუწყოს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას
ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ადამიანის ინტერესები იყოს დაცული, მათ შორის, უმცირესობების და საქართველოში არ გაღვივდეს ჰომოფობიური განწყობები, - ამის სესახებ ირაკლი კობახიძებ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არავის უნდა მიეცეს საშუალება საქართველოში ხელი შეუწყოს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. „ვენეციის კომისიის მთავარი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი. ჩვენ ზუსტად ამას ვამტკიცებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზანია არ მივცეთ არავის საშუალება ქორწინების დეფინიციის ბუნდოვანებით ისარგებლონ და ხელი შეუწყონ საქართველოში ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ადამიანის ინტერესები იყოს დაცული, მათ შორის, უმცირესობების და საქართველოში არ გაღვივდეს ჰომოფობიური განწყობები. ჩვენთან მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც სათანადოდ იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებას“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)