|
2017-06-20 22:47:22, 2177 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტს ვთავაზობდით პირდაპირ ეთერში შეხვედრას, თუმცა მას შეეშინდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს, არგუმენტების არ ქონის გამო, მასთან შეხვედრის შეეშინდა. აღნიშნულ საკითხზე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. „ჩვენ პრეზიდენტს ვთავაზობდით პირდაპირ ეთერში შეხვედრას, რომლის საშუალებითაც საზოგადოება მიიღებდა სათანადო ინფორმაციას, თუმცა პრეზიდენტმა ამას თავი აარიდა, მას შეეშინდა. იმიტომ, რომ არც ერთი არგუმენტი რეალურად არ აქვს. მარგველაშვილის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალი კონსტიტუციით ვერ შევძლებდით ნატოში შესვლას. ჩვენ შევშინდით და დავინტერესდით მათტლა ხომ არ აფერხებს ეს ცვლილებები ნატოში შესვლას. შევხვდით ნატოს წარმომადგენლობას, ამერიკის საელჩოს, ევროპელებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება ახალ კონსტიტუციაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)