21:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 14:43:00, 2454 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენების კანონში არსებულ არაკონსტიტუციურ მუხლებს გააუქმებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრისა და მოსარჩელის მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი თვლის, რომ მოსმენების კანონში არსებული არაკონსტიტუციური მუხლები უნდა გაუქმდეს. 

მისივე თქმით, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაიცავს იმ გადაწყვეტილებებსა და მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც თავად შექმნა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმება მოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics