|
2017-06-19 22:34:23, 2208 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, კონსენსუსი შედგა. მისივე თქმით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. „საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. განსახილველი სხვადასხვა საკითხი გვქონდა, მათ შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და კონსტიტუციის თაობაზე და კონსენსუსი შედგა იმ გუნდში, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა. განსახილველი საკითხი ეს იყო და როგორც ვვარაუდობდი, ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო ამის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ ბონუსის დანამატით. ეს ის კონსენსუსია, რომელიც შედგა. რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, საუბარი იმაზე გვქონდა, რომ შესაძლებელია დავწიოთ ერთჯერადად საარჩევნო ბარიერი შერეული სისტემის პირობებში. ამასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება. მიმაჩნია, რომ სამპროცენტიანი ბარიერი ოპტიმალური იქნება. საბოლოო ჯამში ამაზე პოზიცია პარლამენტში ჩამოყალიბდება და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევა. საუბარია 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც შერეული სისტემით ჩატარდება“, - აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)