|
2017-06-19 17:31:59, 2187 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პატრიარქის თითოეული მოწოდება მნიშვნელოვანია. "ჩვენ გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, მათ შორის ვისაუბრეთ იმ განცხადებებზე, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას და მოწოდებას. მისი სიტყვების მნიშვნელობა დიდია და სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მართვის სისტემას აქვს უპირატესობები, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი. სერიოზული პლუსები აქვს და ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ იქნება პირობები, ეს შეიძლება", - განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება პლებისციტის შესაძლო ჩატარებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია. "ფართოდ უნდა იყოს გამოკითხული საზოგადოების აზრი. მხოლოდ ასეთ პირობებში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)